8 мар. 2010 г.

განათლება



ვფიქრობ ყველაზე კარგი წამალია. სტრესის. განათლება, ცოდნის შეძენა. იმდენად უშნოდ შემიძლია ავღწერო:
შენ ზიხარ ცარიელ ოთახში. დიდი ოთახია ერთი ფანჯარა აქვს, ერთი შემოსასცლელი. იატაკი პარკეტის აი კუთხეკუთხეკუთხე რომ გამოდის ისეთი მოზაიკით აწყობილი. განათება დღის ოღონდ არც ძალიან კაშკაშა მზეა და არც ღამდება. საშუალოა. ზიხარ შუაში და შემოდის ვიღაცა შემოაქვს რაღაცა და გილაგებს ამ რაღაცაზ ფეხებთან. შენ ზიხარ იატაკზე. არ ცივა. ხალიჩა არ არის საჭირო და საამისოდ არც მოსულხარ.
ეს რაღაცა აიღე , ეს წიგნია, ეს ფურცელია, ეს ქაღალდია, ეს სურათია, ეს ალბომია, ეს ნივთია. გადაისვი ტანზე, შეჭამე რამოდენიმე ფურცელი, შუბლზე გადაისვი, თვალებზე გიდევს კიდევ მერომელიღაცა ფურცელი და უკვე რომ მორჩი კიდევ შემოაქვს ვირაცას ახალი რაღაცა. იგივეს აკეთებ. გშია ეს მოძრაობა. გინდა ეს მოძრაობა რომ გამეროდეს და ნელნელა გროვდება და შენ იკარგები და ყველაზე საინტერესოა რომ შენ ეს მოგწონს.
მორჩა ოთახი. გახვალ ქუჩაში. გრძელი ხელები გაქვს. ყველაფერს ეხები. ნივთებს, პრიალა ქვას, ტანსაცმელს, ადამიანებს. ადამიანები ამას არ გრძნობენ მაგრამ შენ ეხები მათ და სწავლობ , იძენ. მიდიხარ, მოძრაობ. სველი მიწა. გახსოვს? კი ამიერიდან ეს მიწა ამ დღის გახსოვს. ქარი, მტვერი, განათება. დაიმახსოვრე? კი ამიერიდან შენს უჯრაში დევს ეს სურათიც. თვალები რომ დახუჭო ლოყებით დაიმახსოვრებ ქარს.
სწავლობ. მანამ ქუჩაში მიდიხარ იმ წიგნების ფურცლები გაგახსენდება.
მე მახსოვს... რა მახსოვს? თურმე დოსტოევსკი იყო საშინლად გარყვნილი. ყველა გარყვნილს შეუძლია იყოს დოსტოევსკი? ტალეირანი იყო გაიძვერა და უნამუსო. დარწმუნებული იყავი რომ ყველა გაიძვერა ვერ იქნება ისეთივე ნიჭიერი თავისივე დარგში როგორც ტალეირანი...

უი რას ვამბობდი? მე და შენ ხომ ქუჩაში ვართ და ფანრებს ვუყურებთ და მე ეს მახსოვს. შენ ეს ისწავლე.


------------------------------
სტრესის დროს ქალებს სჭირდებათ ნახშირწყლები. ბევრი. ბეევრი. ჩემი დაქალი ჭამს ფუნთუშას. ჩემი დაქალი ჭამს ეკლერს. ჩემი დაქალი ჭამს ნამცხვარს. მე მიყვარს ჩემი დაქალი და მე არაფერს ვეტყვი.
რატომ ?

მე რომ ცუდად ვარ მე ვკითხულობ და ამიერიდან მეცოდინება: სტრესის დროს ქალებს სჭირდებათ ნახშირწყლები. ვარ მე უკეთ? არ ვიცი. თავი მავიწყდება. ეგ ვიცი. ჩემი, შენი. ამოვიტან ჩემს ფურცლებს და ახალს დავტოვებ. იმაზე რაც ამოვიტანე მე ვარ. მე ვიქნები სადრაც და ჩემში იქნება ცოდნა მაგრამ მე არ ვიქნები.
დავუმალავ და დავუვიწყებ ჩემს თავს ჩემს ფურცლებს და ჩემზე ცოდნას მანამ მოვა დრო.