23 нояб. 2008 г.

ჩემი მასალა




მივხვდი რომ აი ეხლა ეს კომპიუტერი რომ გამიფუჭდეს ( აუ არც უდნა ვიფიქრო ამაზე ეწყინება :D ), მე დავკარგავ ჩემი ცხოვრების უზარმაზარ ნაწილს. აზრები, რაღაც რაც მახსოვს და არ მინდა დამავიწყდეს, მუსიკა, სურათები, წიგნები....


იმდენად მიყვარს ყოველივე სურათი, რომ ვუყურებ, ვათვალიერებ სულ თავიდან და ვიგონებ ახალ რაღაცას.


და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ. შევამჩნიე... მინდა ეს შეგროვილი დაღვინებული ჩემი ცხოვრება, ჩემი კონცენტრატი, დავალევინო ვინმეს, გავუზიარო, ვაჯახო.


Undertaker - ი ამას ვერ გაიგებს ვერ ვიტყოდი უბრალოდ სხვანაირია და არც უნდა ეზარება. მე კიდევ სხვანაირად არ შემიძლია. ძველი რუსული კინო. სკოლელი წერს счастье это когда тебя понимают .... так вот меня не понимают... ლოგიკური ჯაჯვი წამოვა.


ნუ ხხო ვიცი რომ საწყალი ბავშვები აფრიკაში იღუპებიან, ვიცი რომ ომია და შიმშილი, ვიცი რომ ... ბევრი რამ ვიცი . მე ჩემი მინდა, ჩემი საიდენტიფიკაციო ბალანსი აღდგენილი და სავსე. ჩემი პერსონალური ნირვანა.

Комментариев нет: