9 июн. 2009 г.

ისევ ვიოცნებებ

არც იმედგაცრუება, არც თვითიდენტიფიკაციის დაკარგვა...
ფრიალი, ტრიალი, ჰაერი, ფერი, მოდის ღრიალი, შრიალი, სრიალა ხე, მრავალი მე, გრძელი გზა, მეზარება ახედვა, მეშინია? არა. არ ვიცი სად ვუყურო, არ ვიცი რას ვუყურო, არ მჭირდება თანატოლი სული, ვისურვებდი უკვე უმანკოს და წასულს ესწავლებიან ჩემთვის რამე. ბევრი რაღაც დამიტოვოს.
ისევ საოცრებას ველოდები. საოცრებას სხვა გამოსავალი არა აქვს უნდა დაიმართოს ჩემს თავზე. აუცილებელაი შეკვეთილია. ისევ უნდა გამიმართლოს. ძალიან. უპრეცედენტო სვლა ლეპრეკონების ორგია, ჯადოსნური ქარიშხალის შედეგად ბროლის თავის ქალა და ოქროს სახლი ჩამოვარდეს ჩემს საწოლთან.



ვოცნებობ ისევ. ირჩევენ საყვარელ მელოდრამას, საყვარელ ისტორიას საყვარელზე, სიყვარულზე და კეთილ რაღაცაზე. მოგვიანებით აღმოჩნდა რომ ჩემი ამორჩეული "ლავსთორი" დაწერა მოალქაჯო ქალბატონმა. უშნო ისტორია ბნელი ბუნდოვანი გაუგებარი. ინცესტი, სიკვდილი, მოჩვენებები.
ამ მამაკაცმა სურათიდან გარკვეულწილად მოახდინა ალბათ ჩემზე გავლენა. ჯოჯოხეთის ნაშიერი, განდეგილი და დაუმორჩილებელი, უშიშარი და მუქი, საშინლად ძლიერი და მარტოსული, ძალიან სათუთი და ერთგული. ისევ ხომ ვოცნებობ.



რაც მტავარია ალბათ ჩემი ეკზისტენციალური უმადურობის მიზეზიც... სიკვდილი შველაა. ან განთავისუფლება, ან ახალი შანსი. ისევ ვოცნებობ.

Комментариев нет: