6 июл. 2009 г.

თავქარიანი, არაერთგული და საერთოდ...

ყოველთვის მეგონა რომ ერთგული ვიყავი. არა და... არის . მერე მიდის. მერე მოდის. არა არ მოდის არაფერი ახალი არ არის ისეთი რაც მე მომწონს. ჰმმმ არა მომწონს . ჩემი შეგრძნებები, ჩემი სითბო სხვას რომ ათბობს. მაგრამ... მაინც გაუმაძღარი ვარ. ადამიანები მენატრება, მშიერი ვარ, ხასიათები, ფერები. სულ ვფიქრობ პარაშუტით გადმოხტომაზე, ბანჯი-ჯამფინგზე, საქანელები... მოთვითმკვლელო ჰაეროვანი ექსტაზი.

ჰიჰი გუჲშნ წყალში ჩავვარდი. საინტერესო შეგრძნება იყო.

გარეთ მინდა ვიარო, ვილაპარაკო, ბოლოსდაბოლოს ისეთი ადამიანი მინდა რომელიც მე ჩამინერგავს თავში რამეს, მე ამავსებს ახალი რაღაცით. თანატოლი სულით.

ორი ნატურმორტით მინდა გამოვხატო ჩემი სურვილები.

ეს ჩჳეულებრივი და ამავდროულად პროფესიონალური მიდგომა ცხოვრებისადმი. მარტივი და ძაააალიან სასიამოვნო რაღაცეები. ხორცი და ხირციელი, სუფთა სუნი ნამდვილი არახელოვნური, მყუდრო ადგილი საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა.


ჩემი ინტიმი ჩემივე თავში. ცნობიერება და ქვეგანაყოფები. ცდები და გამოცდილება. ცოდნა. ბევრი. ძალიან ბევრი. სწავლა და გადმოცემა. ჩემი მე.შიშის არ ყოფა, არ შენახვა. პატივისცემა სიცოცხლისა და სიკვდილისა. მიღება გაცემა. უსასრულობა

2 комментария:

Toma комментирует...

წყალში სად და როგორ ჩავარდი?

პირველი ნატურმოტი მომწეონა!

mevsme комментирует...

სასეირნოდ ბუნებაში და სრიალა ქვები ყოფილა მდინარეში :D dzaaalian sriala :D