8 сент. 2010 г.

რამე თუ...

რამოდენიმე კვირის უკან, მაშინ როდესაც ნორმალურ ადამიანებს სძინავთ, მე მოვინდომე რადიოს მოსმენა. ჩემს ნაომარ მობილურში ვიპოვე რადიო და დავიწყე ძებნა... რადიო ”მუზა”... ოჰ... საყვირი. არ ვიცოდი მე რომ საყვირი მომწონდა ასე ძალიან.
და რადიო ”უცნობი”. ეთნიკური მუსიკა იყო. კერძოდ კი აზიური. კერძოდ კი ინდური. და რატომ გამახსენდა დღეს...
მეძინა და ნუ მორიგ მისტიურ სიზმარში ( აბა სხვანაირებს, ანუ უბრალოდ სიზმრებს მე არ ვხედავ )მე არაბულად ვამბობდი სპელლს ( მომკალით და არ მახსოვს ეს სიტყვა ქართულად ). შინაარსობრივად... მომსდევდნენ . არა მოგვსდევდნენ და ნუ მე როგორც მარადისეული დაცვა უნდა გამეკეთებინა რაღაც ( აა ჰო მოგვსდევდნენ ორნი. აი ლიბანში ან სადმე ავღანეთში შრეკი რომ იყოს, ოგრი ანუ , მასეთმა რაღაცამ მოინდომა ჩვენი სიკვდილი ). და... არ მოვკალი. მე ვთქვი, მკაფიოდ მესმოდა სიტყვები მაგრამ არ ვიცოდი მნიშველობა, შემდეგ ხელით მიწას დავარტყდი და პირველს ფეხები აებლანდა ისე თითქოს უჩინარი ბაწარი დაეხვია. დაიბნა ის არსება, წაიქცა. შემდეგ მეორეს იგივე ჩავუტარე.
პს. იგივე სიზმარში მე ღრუბლებს ვატრიალებდი, თან ეს მოხდა იმის შემდეგ რაც მე გავთვითცნობიერე რომ ეს სიზმარი იყო. მომილოცეთ ისევ lucid dreaming.




---
მე მოვედი. მე ვიქნები. ნორჩი ლენინოსანი ვიქნები ჩემი თავისა. რეტროსპექტივა მიჩვენებს რომ ვისწავლე რაღაცა. ცოტაა მაგრამ...
ძალავნებურად ვაკეთებ ასანას. აი ”ხე” ჰქვია, თუ არ ვცდები.
ხომ ვიცოდი, რომ თავისით დავიწყებდი... მოვა როგორც წყალი, როგორც იცვლება და კვდება ყველაფერი.





----

Комментариев нет: