1 июл. 2011 г.

დამიჯერე

ხო, კი ... დამიჯერე მე. მარტო მე ? არა. მაგრამ მეც დამიჯერე. მე ვიცი და მაშინ ვამბობ. რომ არ ვიცი მაშინ ვცდილობ ჩავატარო დაზვერვა. ვუშვებ სანადიროს სმენას, ყნოსვას... რაც გამაჩნია იმას.



რატომ არ უჯერებენ ქალებს? იტყუებიანო. რატომ იტყუებიან? აიძულეს. ვინ აიძულა? სამყარომ (?). ნუთუ... ?
quod me nutrit me destruit

ჯდება ეს შიში ვითარცა პატარა ენერგო არსება. ლარვა ჰქვია. სხვანაირად პარანოია და გრძელდება ცხოვრება ახალი ჯავშანტექნიკით და ახალი ზედმეტად გადატვირთული მექანიზმებით.
თუ მე ტყუილი მკვებავს ტყუილივე გამანადგურებს.
სიმართლე ვიცი ანადგურებს. რომ მკვებავს ისიც ვიცი.
( დამთავრდა პირველი ნაწილი ანუ პროლოგი ანუ ფარდა ჩაიწია ანუ ველოდებით... )



---------------------
( მეორე ნაწილი, ანუ ფარდა იწევა, ანუ სინათლე ჩააქრეს ( როგორც იქნა! ), და ველოდებით... )
---------------------

მინდა თუ არა დავარწმუნო სხვა ვინმე ჩემს სიმართლეში? ხშირად ვფიქრობ ამაზე. ადამიანის სულიერი წონა თუ უტოლდება ჩემს დამოკიდებულებას მხოლოდ მაშინ. თუ კი ის ვინმე მნიშვნელოვანია - კი.

მაგრამ იმ ადამიანს თუ არ სჯერა როგორც არ უნდა ვმღეროდე და ვცეკვავდე და ვუხსნიდე ? ... რა უნდა ვქნა , როგორ ?

---------------------
( უფფ დამღალეთ უკვე, ნუ ფარდა იქეთ , აქეთ. მორჩეს რა ეს მესამე ნაწილიც )
---------------------

სიშიშვლე რომელიც არ უნდა იყოს ინტიმური. არ ? არა. ვერ. ვერ იქნება ის სიშიშვლე ინტიმური, როდესაც შენ ამბობ : მე მტკივა : და არავის სჯერა. შენ ამბობ: ის სულელია : და არავის სჯერა. შენ რასაც არ უნდა ამბობდე , იმდენად ძლიერ ასხივებ , რომ ეს "რადიაციული" ფონი თიშავს ტვინებს ( სულებს ხომ არ თიშავს ? ). სხვანაირად კიდევ არ შეუძლიათ ჩარჩოებიდან ამოსვლა და მიღება .

და მერე გამოიტან ყველაფერს რაც გაქვს და დადიხარ შიშველი. მაგრამ მარტო შენ იცი რომ არაფერს მალავ.





------------------------
მორალი : დროზე დაიძინე, შვილო.

Комментариев нет: