20 июн. 2009 г.

რამოდენიმე დღე

რამოდენიმე დღეა ეს მუსიკა მიტრიალებს თავში.

არა და არც ძალიან მაწუხებს სიყვარულები, არც სევდიანი ვარ ( პირიქით სტერვიზმის შეტევები ), უბრალოდ მახსოვს ეს ტემპი, სახე მახსენდება. ლამაზია გოგოს გადაპარსული ტავი რომ აქვს. არც ნაზია , არც რამენაირად ზესექსუალური , უბრალოდ ლამაზია. ანუ ადამიანი იდეაში ლამაზია მაგრამ მამაკაცის ლამაზი გადაპარსული ტავი ( ან ძალავნებურად მელოტდებიან და მერე ფორმას აძლევენ ამ ასაკის ბონუსს ან უბრალოდ ირჩვეენ ასეთ იან ყოფნას :) ) უფრო ხშირი მოვლენაა ვიდრე ეს


მივხვდი კიდევ იმას რომ ადამიანი რაც უფრო წარმატებულია მით უფრო სწრაფი ამნეზია აქვს და გულიც იცვითება. ანუ უკვე არ ეცოდებათ დანარჩნენი მათზე უფრო "არაწარმატებულები", უკვე ცდილობენ არც იურთიერთონ და რაც მთავარია ზიან ამ გოდოლში და უკვე არც ეხმარებიან არავის.
თუ წარმატების ფასია უგულობა მაშინ რთულად არის საქმე . მეუხეშება არ მჯერა. რაღაც აკლია, რომელიღაც სექტორში რარაც ფარულია, გაფუებული.
რამდენი რამე არ ვიცი. სელინჯერს ხელმეორედ ვყლაპავ და მიხარია რომ ასეთი მიამიტი მასალა შემხვდა. ოდნავდეგრადირებულ ბრედბერის მაგონებს ( ნუ ტავისთვაად მისტიციზმის გარეშე ).

Комментариев нет: