10 янв. 2009 г.

გაფრენიზმები

ამჟამად ფსიქოპატს ვუმკურნალე...

მივხვდი რომ მჭირდება ან სპეციალური რვეული ან რამე რაშიც ჩაიწერება მომენტალური აზრები ფრაზები სიტყვები. შემიგროვდება მასალა და გამოვა რამე. წიგნი გამოვა, ნაგავი გამოვა, შვილი გამოვა. რაღაც მაინც გამომივა .

ვფიქრობდი ჯოჯხეთზე როგორც ობიექტზე გარკვეული ინფრასტრუქტურით და იერარქიით. შემდეგ აქ ყოფნაზე ამ დროს ამ გეოგრაფიულ წერტილში და ... лучше быть у Антихриста за пазухой, чем здесь и сейчас.

ადრე რატომ არ დავწერე არ ვიცი ალბათ მთვრალი ვიყავი და დამავიწყდა, მივდიოდი მეგობართან ახალი წლის აღსანიშნავად და ვაკვირდებოდი ხალხს გაჩერებაზე. გოგოები წვრილი ფეხებით, მოტმაცნული ჯინსებით/შარვლებით და ისეთი პატარა უკანალით რომ მხოლოდ ერთი სიტყვა შეესაბამებოდა ამ უკან მყოფ რაღაცას - задок, კურტუმი ქათმის ეგ იყო. მათ ახლდნენ ბიჭები ოდნავ ჩანჩურა შარვლებში სუფთები და ბანალურები. კიდევ ახალგაზრდა მამაკაცების სახეობა ოდნავ ჩაბუდებული ღიპუნიებით ძააალიან სერიოზულ სახეს ატარებენ ხოლმე და ტელეფონით სულ ხმამაღლა ლაპარაკობენ. როგორც წესი აცვიათ გახუნებული ზედები ტყავი კარგი მაგრამ ძველი და ამ ზედის ქვეშ ჩანს აუცილებლად ღია ფერების სვიტრი. და ხო მანქანის გასაღები უჭირავთ ხელში და ისე რომ ჩანდეს რა მარკის მანქანაა.
მაინც მე ყველაზე მეტად მომწონს ბებიების კატეგორია. სუფთები ძველ სსრკ ს დროინდელ პალტოებშჲ მოვლილები ( როგორც ბებოები აგრეთვე პალტოებიც) . ისეთი ორფეხა ჩაფუთული მეხსიერების და რაღაც არააქაურის კვანძები.
რა არ მომწონს? არც ვიცი გულგრილი ვარ ყველაფრისადმი და ხალხსაც უბრალოდ ვათვალიერებ არაფერს განვიცდი.


და ხო... გუშჲნდელი ქარი, ცივი, ისარივით გსრისავს მუცელში, მაღლა რომ აწევ თავს და ხეებს შეხედავ ისმის სიტყვების ხმაური. ვერ არჩევს მაგრამ გესმის საუბარი ხმაურიანი ბრაზიანი და ქარიზმატული.ეს ცივი ქარი ჩემი ქარია, სიკვდილს მოუტანს ვირაცას ვინც ღამე მარტო გარეთ დარჩება. სითბოს მოუტანს თავისი ამორტყმით და შეიყვანს თბილ სახლში სხვას. მე ცვლილება მინდა ჩემი დანგრეული კოშკიდან გამოვედი გარეთ ვარ და ვიხედები იქეთ-აქეთ. ეს ქარი.. ვფიქრობდი რომ სახლეი სახურავესბ ქუდებივით წარბებზე უფრო დაბლა წევენ. ეხლა ღატაკი სიჩუმეა ისევ სიბინძურე არა და ქარში ისეთი აჟჲოტაჟჲ ისეთი გემრიელი და ბედნიერი ყვირილი შეიძლება და დაგახველებს შენივე სიტყვებს გადაგაყლაპებინებს ეს ქარი...



ეგ ჩემი ბავშვობის საუკეთესო და ყველაზე საყვარელი სათამაშოს ნიმუშია უფროსწორედ ... ის რასაც ვუყურებდი საათობით. კალეიდოსკოპი,,, მინდა ეხლა კარგი კალეიდოსკოპი. ღარიბული იყიდება მაგრამ მე მინდა ფერებით სავსე რაც არსებობს ყველა ფერი რომ იყოს შიგნით და მილიარდობით ვარიაციებით დავჰიპნოზდე და აღარ გამოვიდე ამ ჰიპნოძილიდან...

8 янв. 2009 г.

კვლავ

დღეს იმდენი და ისე მეძინა, რომ ძილში ვფიქრობდი: აი ეხლა თუ ავფრინდები ესეიგი ჯერ კიდევ მძინავს. ნუ მერე თავისთავად ავფრინდებოდი და ვხვდებოდი რომ ჯერ კიდევ მძინავს... ჯერ კიდევ...


რაღაც ამ ბოლო დროს korn მომწონს/.....

კლიპიც... მიკროფონი steelcatfetish სტილში, მამაკაცი კილტში და მუსიკაა... ნაბიჯებია ეგ მუსიკა არ არის ნაბიჯები...

5 янв. 2009 г.

My Jesus, my Santa everything by myself,,,, fuckin selfwizard


Still believing in a miracle... პირველი ორი დღე კარგ ხასიათზე დღეს კიდევ წაშლილი ავღმოჩნდი. ისევ სიზმრები. ძალიან ვიხარჯები თითქოსდა მე ჩემს თავს ვღალატობ.
ჩემი ჯიზესი ნამდვილად არ იყო ცისფერთვალება. ფიფი ზანგი ქალი გადახვეულ მოხვეული ტავით ან კაცი ალა ჰემინგუეი ვერსუს ბაირონი... არა ქალი მაინც სულ სხვაა. თუმცა ჯიზეს სექსსიმბოლოდაც წავიდოდა მაგრამ მაშინ არ იქნებოდა ბლექ. უფრო ფრიცები მომწონს ან რომაელები... მდას... помешанный плешивый патриарх плюгаво посмеивался под портьерой...... пипец...