28 авг. 2009 г.

უსიტყვო(დ)

წინა ჩანაწერში... კლიპში ვეშაფი ყლაპავს გოგონას. ასე გადამყლაპონ და მიმშობიარონ თავიდან. გულღვიძლი ვიგრძნო. მხარი მხართან და ძვალს ვყნოსავდე. მერე მიმიშვებენ და ისევ დამეწვება სახე მზეზე.
მაგრამ ჯერ შემონახონ დამმალონ.
უსიტყვო ვინაიდან არ მისმენენ.
უსიტყვოდ ვინაიდან აზრი არა აქვს.



პს. მიყვარს პოსტსკრიპტუმები. იმდენი რამე მახსენდება..
და ეს მუსიკა რომელსაც აქ დავტოვებ არის ჩემი "გაღვიძების" მუსიკა, ჩემი ჰალუცინაციების და სიყვარულის საუნდი.
პატარა.

23 авг. 2009 г.

ჰაჰა და მეხსიერება.

ეს მხოლოდ სიტყვა მარგამ მართალი. now im home and im free და ეგ არის ის სიტყვა.
სადაც აწყობ შენს კოსმოსს შენს ბუდეს და სახლს დასაც ხარ შენი პირადი შივაშაკტის ზოგიტა და სადაც სისხლს ტოვებ და გიხარია ყოველი ის წვეთი რომლითაც კვებავ მიწას ის ადგილი ხდება შენი.
საკუთარი. Личное. Личность, лицо, лик, ликовать... ალბათ ლამაზი გავხდები უფრო სახლს რომ ვიპოვი.
ვხვდები რომ შემიძლია ვიცხოვრო ყველანაირ პირობებში და ყველგან. და ეს არ იქნება ჩემი სახლი. ჩ ე მ ი. არა. უსახლური ვარ და ვიქნები მარგამ არ ვიპოვი იმ ადგილს. ჩემს ადგილს. ჩემი თვალით და გულით მოსმენილს და ენით ნანახს და ყურით მოსინჯულს. დაცული იქნება. ვერც სიკვდილი ვერც სიცოცხლე ვერ დაანგრევს. ვერც სურვილი არც ტანჯვა. არც დრო. სივრცეს კი თვითონ გაანაწილებს. ეს იქნება ჩემი სახლი ასეთი.
ალბათ დიდი იქნება ჩემი სახლი.
ცა იქნება. ალბათ.

The Test...

ჯერ ეს... კი არა და ვფიქრობდი ანგელოზებზე. მანამდე კიდევ ვიფიქრე ბავშვებზე მაგრამ არ შევეხები ჯერ ბავშვებს. მტკივნეულია. ანგელოზებზე ვიფიქრებ. კიდევ ცოტას ჩემზე. რა ვქნა და როგორ უნდა ვიქცეოდე და როგორ გამომივა ეს ხომ ...


now im home and im free



და მაინც რა მრჩება? ველოდები ჩემი ძველი სიზმრის გაგრძელებას. კიდევ ველოდები ზრდას. ურთულესი ფილოსოფოსების მიაზმები წამიკითხავს და რაც მტავარია გამიგია ნაწერი მაგრამ სიმარტივეში ვხედავ გამოსავალს როგორც ყოველთვის...
უი ხო ანგელოზებს დავუბრუნდები. და ტესტს. სულ ტესტს გავდიოდი სიზმრებში. სახეზე ჩემივე სისხლით ვიხაზავდი რაღაცეებს. ვგრძნობდი თბილ მიწას რომელზეც ვიჯექი. კიდევ მთვარეს.
რა ? აჰ ... ანგელოზები.
ისევ ფრენა მინდა. სუნთქვაც მომენატრა. ჩემი თავი მომენატრა. გამახსენდა ბავშვობის კოშმარები. ვიკაწრავდი კანს ვიძრობდი კუნთებს და შიგნით რაღაც ნაგავი ეყარა ან ბოსტნეული ან რაღაც უაზრობა. უზარმაზარი ობობები მესიზმრებოდა თან მიწისქვეშ ვვარდებოდი და მათ ბუდეში ვხვდებოდი.
ეხლა უკვე არც კანს ვიძრობ არც ობობებს ვხედავ.



ერთხელ დამესიზმრრა რომ მამაკაცმა, ეგვიპტუი კაბით და შესაბამისი პექტორალით, ამომიწვა სახე. თვალდახუჭული სინათლის გამო ვიჯექი და ვგრძნობიდ თუ როგორ მეცვლებოდა ნაქვთები.
კატა გამოვედი. ქალი კატა.


მაგრამ რა...
უკუმართია ჩემი აწმყო. მთვარე და მზე ერთმანეთს არ აფასებენ. მზე ტვინს უჯერებს მთვარე ხორცს. ვფიქრობ ბასრად ვგრძნობ რბილად.
აბსურდი და სასჯელი ერთ ფლაკონში.

ისევ ანგელოზებს დავუბრუნდები...
ერთი ვიპოვე. ჩემია ეს, ძალიან ჩემი.