1 июл. 2011 г.

იქ ხარ შენ, იქ ვარ მე.

წყვილები ერთმანეთს ემსგავსებიანო. მე შენ ? ან შენ მე? არა. არ გამოვა. ან ძალიან ძლიერი ხარ შენ, ან ძალიან ჯიუტი ვარ მე. ან პირიქით ( რაც სულ ერთია (?) ).
რა მინდა გკითხო... ბავშვობის ლექსში ბიჭებში მოიპოვებოდა 17 ბაყაყი, 9 მატლი, 34 ლურსმანი, 25 ქვა და მრავალი სხვა უხეში საგანი. გოგოებში მოიპოვებოდა 23 ტკბილი ორცხობილა, 4 ფუნთუშა, 18 კექსი და მრავალი სხვა ტკბილი და სასიამოვნო საგანი.

არ არის ეს ნამდვილი ბუნება. ბიჭებში დევს წვიმა. გოგოებში ქარი. მე კიდევ ვფიქრობ რომ ქარშიც კი გამიწვიმდება აზრი. აზრები. უაზრო აზრები.



შენ ხარ სხვა. მე არ დამემსგავსები. ცუდია ეს? დავრჩებით ჩვენ თუ გავქრებით ჩვენ და დავრჩებით შენ და მე ?



------------------------------------------------------------------------------------

დამიჯერე

ხო, კი ... დამიჯერე მე. მარტო მე ? არა. მაგრამ მეც დამიჯერე. მე ვიცი და მაშინ ვამბობ. რომ არ ვიცი მაშინ ვცდილობ ჩავატარო დაზვერვა. ვუშვებ სანადიროს სმენას, ყნოსვას... რაც გამაჩნია იმას.



რატომ არ უჯერებენ ქალებს? იტყუებიანო. რატომ იტყუებიან? აიძულეს. ვინ აიძულა? სამყარომ (?). ნუთუ... ?
quod me nutrit me destruit

ჯდება ეს შიში ვითარცა პატარა ენერგო არსება. ლარვა ჰქვია. სხვანაირად პარანოია და გრძელდება ცხოვრება ახალი ჯავშანტექნიკით და ახალი ზედმეტად გადატვირთული მექანიზმებით.
თუ მე ტყუილი მკვებავს ტყუილივე გამანადგურებს.
სიმართლე ვიცი ანადგურებს. რომ მკვებავს ისიც ვიცი.
( დამთავრდა პირველი ნაწილი ანუ პროლოგი ანუ ფარდა ჩაიწია ანუ ველოდებით... )



---------------------
( მეორე ნაწილი, ანუ ფარდა იწევა, ანუ სინათლე ჩააქრეს ( როგორც იქნა! ), და ველოდებით... )
---------------------

მინდა თუ არა დავარწმუნო სხვა ვინმე ჩემს სიმართლეში? ხშირად ვფიქრობ ამაზე. ადამიანის სულიერი წონა თუ უტოლდება ჩემს დამოკიდებულებას მხოლოდ მაშინ. თუ კი ის ვინმე მნიშვნელოვანია - კი.

მაგრამ იმ ადამიანს თუ არ სჯერა როგორც არ უნდა ვმღეროდე და ვცეკვავდე და ვუხსნიდე ? ... რა უნდა ვქნა , როგორ ?

---------------------
( უფფ დამღალეთ უკვე, ნუ ფარდა იქეთ , აქეთ. მორჩეს რა ეს მესამე ნაწილიც )
---------------------

სიშიშვლე რომელიც არ უნდა იყოს ინტიმური. არ ? არა. ვერ. ვერ იქნება ის სიშიშვლე ინტიმური, როდესაც შენ ამბობ : მე მტკივა : და არავის სჯერა. შენ ამბობ: ის სულელია : და არავის სჯერა. შენ რასაც არ უნდა ამბობდე , იმდენად ძლიერ ასხივებ , რომ ეს "რადიაციული" ფონი თიშავს ტვინებს ( სულებს ხომ არ თიშავს ? ). სხვანაირად კიდევ არ შეუძლიათ ჩარჩოებიდან ამოსვლა და მიღება .

და მერე გამოიტან ყველაფერს რაც გაქვს და დადიხარ შიშველი. მაგრამ მარტო შენ იცი რომ არაფერს მალავ.





------------------------
მორალი : დროზე დაიძინე, შვილო.

2 мая 2011 г.

წარსადგენი წარმოუდგენლობა.




ვფანტაზიორობ და ვიგონებ სიტუაციებს. აი ამ სურათს რომ ვუყურებ ... ამბერების ქრონიკებში ცეცხლის ბილიკი მახსენდება. აქ მკვდარია ის ცეცხლი. უკიდეგანო სივრცეა. კოცონთან 2-3 ადამიანი რომც იჯდეს მაინც მარტოობა და სასოწარკვეთილება დარჩებათ. მე დამრჩა რამე?


1 мая 2011 г.

insecure

მერამდენედ გაფუჭბული ნაძერწი თოჯინა, მერამდენედ გადაგდებული სურვილი, მერამდენედ დაბრუნებული და განულებული თავი. ადრე თმას იჭრიდნენ. ცოტა გვიან თავს იკლავდნენ. კიდევ უფრო გვიან... ხვალ იქნება გვიან. უკვე არის გვიან. ფეხი უნდა მოიჭრას თუ კი ლპება. ხელიც უნდა მოიჭრას თუ კი ლპება. დრომ დამაცადოს და ჩემი ხათრით უკან წამოიწიოს ან ჩაირტყას რამე და დაავიწყდეს ჩემი არსებობა .

8 мар. 2011 г.

წვიმს


ისევ ვზივარ ყუთში. ისევ მიმაქვს ჩემი თავი სხვა ოთახში, სხვა სახლში, სხვა ადამიანებთან. სხვა ცხოვრებაში გამაქვს ჩემი თავი ჩემს ყუთში. ლოკოკინა ვარ ? თითქმის. ხელებს და ფეხებს გამოვყოფ, დავეხმარები ვინმეს, ვიტკენ რამეს და ისევ უკან ვბრუნდები. მიმაქვს. სულაც არ არის მძიმე უბრალოდ ყუთში მხოლოდ ხმებია. მე კი არ გავცემ ამ ხმებს, მე ჩუმად ვარ უკვე დიდი ხანია. ჩემს თავში ჩნდება ხოლმე და პირს რომ ვაღებ თევზივით რაღაცა ანათებს შიგნიდან.

გამოცანა # 37.
კაფეში სხედან. მაგიდა მრგვალია და სკამიც საკმაოდ კომფორტული. უცნაური ადამიანი გადის და სადღაც 14 წუთში ხდება ახალი რამ.ფეთქვება დატოვებული ბომბი, სხეული იხევა, სისხლი დარჩენილ იატაკზეა...

კითხვა:
სხეულის რომელ ნაწილს მიემაგრება და შემდეგ სამგზავროდ გაემზადება სული?

პასუხი: საჭიროა პასუხი ?





7 мар. 2011 г.

ქაოსის მიწა საშვილოსნოს ფერებშია შესრულებული.

და მაინც... რა საინტერესოა ქალი. ფორმა, იდეა როგორც პატარა თესლი ჩაენერგება და იმდენ ლათენტურ რესურსს გააღვიძებს , რომ გაიზრდება ყველანაირი შედეგის ალბათობა. ქაოსის მიწა ალბათ საშვილოსნოს ფერებშია შესრულებული. ეს ენერგიის მოძრაობა რომელიც მიწასაც ცად გადააქცევს ზუსტად ქალებშია.

გამახსენეს Enigma. არც ვაქცევდი ყურადღებას ლათინურ ტექსტს. აი ამას :



Ne irascaris Domine,
ne ultra memineris iniquitatis:
ecce civitas Sancti facta est deserta:
Sion deserta facta est:
Ierusalem desolata est:
domus sanctificationis tuae et gloriae tuae

ლოცვა ყოფილა.

შემდეგ გამახსენდა ჩემი ლათინური ენის სახელმძღვანელო . ძველი წიგნი, მშრალი და სამწუხაროდ თხელი.
შემდეგი და საბოლოო აკკორდი კი ისევ ბულგაკოვს ეკუთვნის ( საიდან სად ამას ჰქვია :D )

საუკეთესო ეკრანიზაციაა.

6 мар. 2011 г.

მაიმუნი

გავაგრძელებ.

ხშირად იდეაც მომიფრინდებოდა, სიტყვებსაც დავალაგებდი მაგრამ მაინც უშედეგოდ. არ ვწერდი.
ერთ ღამესაც მოვიდა ფრაზა: მაიმუნი ჩვილივით ჩაგეხუტებოდი, ხელებს და ფეხებს მოგახვევდი.
განვავრცე, ვიფიქრე. ამას არ გავაკეთებდი დაცვა რომ მომეპოვებინა. სიჩუმე რომ გამეგო უფრო.

ასე უკეთ გავიგებდი სიჩუმეს.


----
განწყობა ფორ ზი მომენტ. დღეს 5 მარტია. ამ დღეს პროკოფიევი და სტალინი გარდაიცვალნენ.
პს. უნდა ვნახო თუ როგორ ვწერ. რუსულად ვწერ გამართულად აი ქართულში ეჭვი მეპარება.


8 сент. 2010 г.

რამე თუ...

რამოდენიმე კვირის უკან, მაშინ როდესაც ნორმალურ ადამიანებს სძინავთ, მე მოვინდომე რადიოს მოსმენა. ჩემს ნაომარ მობილურში ვიპოვე რადიო და დავიწყე ძებნა... რადიო ”მუზა”... ოჰ... საყვირი. არ ვიცოდი მე რომ საყვირი მომწონდა ასე ძალიან.
და რადიო ”უცნობი”. ეთნიკური მუსიკა იყო. კერძოდ კი აზიური. კერძოდ კი ინდური. და რატომ გამახსენდა დღეს...
მეძინა და ნუ მორიგ მისტიურ სიზმარში ( აბა სხვანაირებს, ანუ უბრალოდ სიზმრებს მე არ ვხედავ )მე არაბულად ვამბობდი სპელლს ( მომკალით და არ მახსოვს ეს სიტყვა ქართულად ). შინაარსობრივად... მომსდევდნენ . არა მოგვსდევდნენ და ნუ მე როგორც მარადისეული დაცვა უნდა გამეკეთებინა რაღაც ( აა ჰო მოგვსდევდნენ ორნი. აი ლიბანში ან სადმე ავღანეთში შრეკი რომ იყოს, ოგრი ანუ , მასეთმა რაღაცამ მოინდომა ჩვენი სიკვდილი ). და... არ მოვკალი. მე ვთქვი, მკაფიოდ მესმოდა სიტყვები მაგრამ არ ვიცოდი მნიშველობა, შემდეგ ხელით მიწას დავარტყდი და პირველს ფეხები აებლანდა ისე თითქოს უჩინარი ბაწარი დაეხვია. დაიბნა ის არსება, წაიქცა. შემდეგ მეორეს იგივე ჩავუტარე.
პს. იგივე სიზმარში მე ღრუბლებს ვატრიალებდი, თან ეს მოხდა იმის შემდეგ რაც მე გავთვითცნობიერე რომ ეს სიზმარი იყო. მომილოცეთ ისევ lucid dreaming.




---
მე მოვედი. მე ვიქნები. ნორჩი ლენინოსანი ვიქნები ჩემი თავისა. რეტროსპექტივა მიჩვენებს რომ ვისწავლე რაღაცა. ცოტაა მაგრამ...
ძალავნებურად ვაკეთებ ასანას. აი ”ხე” ჰქვია, თუ არ ვცდები.
ხომ ვიცოდი, რომ თავისით დავიწყებდი... მოვა როგორც წყალი, როგორც იცვლება და კვდება ყველაფერი.





----

20 мая 2010 г.

იყო და არა , ვიყავი და არა. არა ვარ. ვარ?

თვითონაც მიკვირს. რამდენი ხანია ვერ მოვედი აქ. ისე მგონია ეს სერვერი გასტანს წლები და მე, თუ კი ვიქნები ცოცხალი, წავიკითხავ ამას. თუმცა უმნიშვნელოა.

ისევ სიზმრები. უცნაური კვლავ. ისევ მე. სულელი კვლავ.

ვიპოვე ჩემი ბავშვობის კოშმარი. უფროსწორედ მივამსგავსე. ასეთი იყო: კანს რომ ვიძრობდი, კანის ქვეშ იყო ბოსტნეული და რაღაც ნივთები. მეშინოდა.



------------------------
ციხეში ყოფნისას ადამიანს აქვს ფიქრის საშუალება. ან არა აქვს? არც კი ვიცი ვცდები თუ არა. მე ვარ ციხეში და ის მოქმედება რომელსაც ვატარებ 24/7 ფიქრს არარ ჰგავს. სუნთქვაა.

მე აქ ვარ აი ამას ვხედავ...




ისე ,,, როგორი უცნაური რამეა შეუსაბამობა. აიძულებს ადამიანს გახდეს მაზოქისტი ან ასწავლის მოთმინებას.
მე იძულებული ვარ თუ ვსწავლობ?