24 окт. 2009 г.

neverending

ტანჯვა. არა ვინმემ მაკრატლით თითი რომ მომიჭრას მეტკინება თავისთავად მაგრამ ტანჯვა სხვა რამეა...
ორსულის გაურკვეველი დროით გაწელილი ტკივილებია. სული გტკივა.
გტკივა თავი იმის გაფიქრებისას რომ ეს რაც ხდება ჯერ კიდევ გაგრძელდება და ჯერ კიდევ შენთან იქნება და ჯერ კიდევ ვერ აიცილებ და უნდა აიტანო კიდევ ... არ ვიცი რამდენი ხნით მაგრამ არ მინდა მე ტანჯვა.
არ მომწონს...
:(



დრო მჭირდება და მაქვს კიდევაც. ის მიდის, მეც მივდივარ. არავინ არავის არ უსწრებს. საჭირო პროცესია. მაგრამ მაინც როგორ მტკივა ხოლმე...

22 окт. 2009 г.

და კიდევ ერთხელ დავიწყებ...

ოჰჰ ეს რა იყო... ეს იყო კოშმარი.
ჯერ მაჩუქეს თოჯინა. თავიდან არ მომეწონა. და მერე გამახსენდა... თოჯინა ხომ გზამკვლელია. თჲ მკვლელი უბრალოდ მკვლელი, საჭირო მკვლელი და ჩემს თავსაც მოუღებდა აუცილებელ ბოლოს. აუცილებელ არმინდააცილებელს სამკურნალო სიკვდილს მომისჯიდა. ბასრი თოჯინაა, ოქროს ფერი და მშვიდი მომღიმარე სახე აქვს. თვითმყოფადობა არ აკლია. თავდაჯარებულობაც.
ჩავიფიქრე, ვთხოვე ეჩვენებინა შინაგანი სამყარო.


+Perfect Doll+ Burn by =lishtar on deviantART

ვაჰჰ, ეს რა იყო... გავიგე თუ რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს სიკვდილის შიში. იყო ზუსტად რამოდენიმე წუთიანი მაგრამ იმდენად სრულყოფილი ჰორრორი. soul was moaning, it was so awful i cant even explain. ისეთი კარგი შემოწმება შეგიძიათ რომ ჩაატაროთ. ადამიანი გიყვართ თუ არა.
მაშინ როდესაც ღრმად სძინავს იმას ვიღაცას ხელი დაადევით უშუალოდ გულის არეზე. უკეთესია სხვა ხმები რომ არ იყოს საერთოდ და შემდეგ კონცენტრაცია მოახდინოთ ამ ხმაზე ვიბრაციაზე....
მერე კიდევ წარმოიდგინეთ რომ ეს ხმა შეწყდა. და თვენ ჯერ ხომ სისხლის მოძრაობის ხმა გაიგებთ ( ანუ თქვენივე სისხლის ) მერე კი იმდენად შოკი იქნება...
შიში. ლოყების ნაწილი აი ყურებთან რომ ადის თითქოსდა ამიწიეს, მეტკინა ყბის ძვალი, თავის ქალის უკანა ნაწილი გაიწელა უკან, მეტკინა ხერხემალის კისერთან ახლოს რომ არის მალები მანდ, მხრებზე სიცივე დამედო, და თვალებს ვერ ვხუჭავდი, იმდენად გამოშტერებული და ხო (!) პირი მქონდა ჩუმი ყვირილის ფორმაში. მუნკი მიმიქროდა...
დავაძალე თავს დავმშვიდებულიყავი. დავმშვიდდი. უცებ . უსწრაფესად.


D.O.L.L. by *blackfantastix on deviantART

რა მინდა რომ ვთქვა... ერთხელ მანქანამ შემეჯახა, კიდევ ერთხელ ტყვიამ ამაცილა, ნუ რამოდენიმე არასასიამოვნო მოვლენა შიშით აღსავსე რომ უნდა ყოფილიყო...
მაგრამ ეს.
ეს იყო შიში. სიჩუმის ინფერნალური აი რომელიღაცა წრეზე რომ ყინულია და .. .არა მანდ ყინულიც კი არ იქნება ვაკუუმი და სიჩუმე. არარაობაში მოსული და გაჩერებული წერტილი.
несчастный прометей... счастливый прометей. он выбрался...



უი დავამატებ იმას რომ მაშინ როდესაც წარმოვიდგინე იმ სხვა გულის გაჩერება ჩემი გულის გაჩერებაც მივაყოლე. ლაივში სიკვდილს რომ გრძნობ. რაღაც ხმასავიტ ტკც და მორჩა ტკივილი არა.
რაც ავღწერე ეს შემდგომი გააზრების შედეგებია...
მდას...


დავუბრუნდები თოჯინას. დავუბრუნდე? ( риторический вопрос. мой ответ да я буду там )


Doll by ~ellaredhed on deviantART