8 мар. 2011 г.

წვიმს


ისევ ვზივარ ყუთში. ისევ მიმაქვს ჩემი თავი სხვა ოთახში, სხვა სახლში, სხვა ადამიანებთან. სხვა ცხოვრებაში გამაქვს ჩემი თავი ჩემს ყუთში. ლოკოკინა ვარ ? თითქმის. ხელებს და ფეხებს გამოვყოფ, დავეხმარები ვინმეს, ვიტკენ რამეს და ისევ უკან ვბრუნდები. მიმაქვს. სულაც არ არის მძიმე უბრალოდ ყუთში მხოლოდ ხმებია. მე კი არ გავცემ ამ ხმებს, მე ჩუმად ვარ უკვე დიდი ხანია. ჩემს თავში ჩნდება ხოლმე და პირს რომ ვაღებ თევზივით რაღაცა ანათებს შიგნიდან.

გამოცანა # 37.
კაფეში სხედან. მაგიდა მრგვალია და სკამიც საკმაოდ კომფორტული. უცნაური ადამიანი გადის და სადღაც 14 წუთში ხდება ახალი რამ.ფეთქვება დატოვებული ბომბი, სხეული იხევა, სისხლი დარჩენილ იატაკზეა...

კითხვა:
სხეულის რომელ ნაწილს მიემაგრება და შემდეგ სამგზავროდ გაემზადება სული?

პასუხი: საჭიროა პასუხი ?





7 мар. 2011 г.

ქაოსის მიწა საშვილოსნოს ფერებშია შესრულებული.

და მაინც... რა საინტერესოა ქალი. ფორმა, იდეა როგორც პატარა თესლი ჩაენერგება და იმდენ ლათენტურ რესურსს გააღვიძებს , რომ გაიზრდება ყველანაირი შედეგის ალბათობა. ქაოსის მიწა ალბათ საშვილოსნოს ფერებშია შესრულებული. ეს ენერგიის მოძრაობა რომელიც მიწასაც ცად გადააქცევს ზუსტად ქალებშია.

გამახსენეს Enigma. არც ვაქცევდი ყურადღებას ლათინურ ტექსტს. აი ამას :



Ne irascaris Domine,
ne ultra memineris iniquitatis:
ecce civitas Sancti facta est deserta:
Sion deserta facta est:
Ierusalem desolata est:
domus sanctificationis tuae et gloriae tuae

ლოცვა ყოფილა.

შემდეგ გამახსენდა ჩემი ლათინური ენის სახელმძღვანელო . ძველი წიგნი, მშრალი და სამწუხაროდ თხელი.
შემდეგი და საბოლოო აკკორდი კი ისევ ბულგაკოვს ეკუთვნის ( საიდან სად ამას ჰქვია :D )

საუკეთესო ეკრანიზაციაა.

6 мар. 2011 г.

მაიმუნი

გავაგრძელებ.

ხშირად იდეაც მომიფრინდებოდა, სიტყვებსაც დავალაგებდი მაგრამ მაინც უშედეგოდ. არ ვწერდი.
ერთ ღამესაც მოვიდა ფრაზა: მაიმუნი ჩვილივით ჩაგეხუტებოდი, ხელებს და ფეხებს მოგახვევდი.
განვავრცე, ვიფიქრე. ამას არ გავაკეთებდი დაცვა რომ მომეპოვებინა. სიჩუმე რომ გამეგო უფრო.

ასე უკეთ გავიგებდი სიჩუმეს.


----
განწყობა ფორ ზი მომენტ. დღეს 5 მარტია. ამ დღეს პროკოფიევი და სტალინი გარდაიცვალნენ.
პს. უნდა ვნახო თუ როგორ ვწერ. რუსულად ვწერ გამართულად აი ქართულში ეჭვი მეპარება.