4 нояб. 2009 г.

ოდნავ მკვდარი მე და რა დაგვრჩა

საბოლოო იმედი გამიცრუვდა? არა. მორჩა ყველაფერი. კარგია ერთი ადამიანი წავიდა ჩემი ცხოვრებიდან. მინდა რომ საბოლოოდ მოხდეს ეგ. აღარ ვაგრძელებ ესეც დიდი პატივია რომ ვწერ.
არასასიამოვნოა ის რომ კოშმარი მესიზმრა საყრაველ ადამიანზე: კანი აღარ ჰქონდა ფეხებზე და სისხლიანი ხორცი იყო მხოლოდ. მე კი ვიჯექი ( ვიწექი ? ) ცარიელ ვანაში , შიშველი ( არ მახსოვს ზუსტად მაგრამ ... ).
ამოცნობა არც არის საჭირო ზეპირად ვიცი რა რას ნიშნავს მაგრამ ტკივილი... ინერვიულეს. ყველამ ინერვიულა.

ჰელოუინი... მიყვარს ეს დღე მაგრამ ნაცრისფერი და ნეგატივის მოლოდინით აღსავსე აღმოჩნდა. არ მიღალატა ინტუიციამ.



კარგი ... უცნაურად კარგი იყო.
უცხოპლანეტელი ქალი უკვე ”არასიზმარში” ვნახე. იყო მაღალი, მოკლე თმა, უცნაური კანის ფერით ( ოქრო+ცა ), უცნაური დიდი თვალებით ცისფერი იყო მაგრამ აზიური ჭრილით, მოკლე შავი თმა, გრძელი კაბა თეთრი+მწვანე+ცისფერი+ოქრო და ქამარი შემოხვეული ტანზე. ვიჯექით ერთმანეთის პირისპირ და ”სხვანაირად” ვცდილობდით რომ გვესაუბრა. მე ხელი ავწიე და აი ექსტრასენსები რომ ”კითხულობენ” უფროსწორედ რანაირადაც კითხულობენ ასე ვცადე წამეკითხა მისი იდეა და ყველაზე საინტერესო ის იყო რომ ”სიზმარში” დამებინდა მხედველობა ნელნელა ყველაფერი გახდა თეთრი და ჰაერი ”ჩასქელდა” ხმებიც ისმოდა ცუდათ.
მაგრამ ამ ქალმა.. .ოჰჰ რა მიქნა. გამიწია ხელი და უცებ ”ჩართული” ავღმოჩნდი ანუ ჩვეულებრივ რეალობაში. არ გინდაო ესე, ნელა გამოდის და უფრო რთულია და ნახე როგორ უნდაო...
შუბლზე მიყურა, ხელით შემეხო და უცებ გაითიშა ის რეალობა სივრცე სადაც ვიჯქეით, ვიგრძენბი ჩემი ქუნთების მოძრაობა მოვკალათდი უფრო ხელებიც ვამოძრავე და ეგ ისე რომ არ ვხედავდი ანუ ტეთრი ეკრანი თვალწინ და მერე უცებ ვხედავ მის მეხსიერებაში ჩამჯდარ სიტუაციას რაც უნდა ენახებინა ჩემთვის ან რაც უნდა მესწავლა/დაველოდოსავით.
მდელო, მზე, ქალები და მამაკაცები, მხოლოდ ზრდასრული არც მოხუსი არც ბავშვი, იცინოდნენ, საუბრობდნენ.... მერე მორჩა...
კიდევ... ბოლო დროს სულ სანაგვე სიზმრები მაქვს... ვიცი დავიღალე, ჩენი შინაგანიც დაღლილია იმდენი ემოცია ჭამს შინაგან მეს...



-------------------

Witch by *Trixis on deviantART

ძვლებზე ვფიქრობდი, სულზე, ქალის მშობიარობაზე და გულზე.
monologues of the vagina ასეა ალბათ ორიგინალის დასახელება. წავიკითე. ბოლო სიტყვებმა იმაზე რომ ქალის საშო მშობიარობის მერე ჰგავს გულს, გული სისხლით და ემოციით სავსე...
ეგრეა ხო...

Heart by ~Terrrenia on deviantART

--------------

სრულიად შესაფერისი და ჩემი...


Emotion by `creativ82 on deviantART