26 янв. 2010 г.

another lesson

ვისწავლე. რა ვისწავლე? არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ ვისწავლე რაღაც. ეს დარჩენილი საჭმელი თეფშზე, ეს საცოდავი ხის სახლი... ჩემი დიდი ვეშაფები მინდა, ჩემი ცისფერი წყალი მინდა...
Да...стервой быть меня не научили,
И я не знаю правила игры.
Как видно, мне неправильно внушили,
Что люди искренними быть должны.
Я не умею ожиданьем мучить,
Скрывать и лгать, презрительно смотреть,
И не могу я подходящий случай
Использовать, чтоб выгоду иметь.
Я говорю "скучаю", если грустно,
"Люблю", когда моя душа поет.
Мне недоступно женское искусство
С лукавством говорить наоборот.
Я не умею обижать напрасно,
Капризничать, ругаться и кричать,
Завидовать и злиться ежечасно,
Еще я не умею предавать...

ბანალური ავტობიოგრაფია. ძალიან საჩემოა. ზედმეტად მე ვარ.
ჩემი რბოლა წყალზე, თითქოს აჩქარებული ქრისტე ვარ, თითქოს ძაღლზე ვზივარ, თითქოს წყლის ალქაჯი ვარ...


whale by *mintyy on deviantART

არ მეშინია, არ განვიცდი. რატომ ?

სხვა მიდევს გულში, ქარი ისმის თავში, ზეგ ( რატომ ? ) დავიწყებ იმას... ( ვის? რას? )


-----------
ჩემი მედიტაცია ხშირად არის დაკავშირებული წყალთან.
ზოგჯერ ონკანი, ზოგჯერ შხაპი და ვქრები და ვჩნდები და ვითიშები.



მახსენდება ის რაც უნდა მახსოვდეს, რაც შეიძლება მახსოვდეს და რაც უკეთესია რომ დავივიწყო.

ბავშვობა მახსენდება. შემოდგომა. ხო ჩემი ბავშვობა შემოდგომას ჰგავს. თბილი, დაღლილი და ზამთრის მოლოდინში მყოფი.



შემდეგ კი ვიზრდებოდი და სამყაროში ვიხედებოდი... ის ყორანიც დამყვებოდა. მასწავლიდა. მე მჯეროდა. მასწავლა, დაბერდა, გაფრინდა.



არავინ გამოუგზავნია იმის მერე...

ეხლა კი...



მარტო ვარ. სულ მივრბოდი, სულ ვმოძრაობდი... ეხლაც. მარტო ვარ. ტყეა, ბნელეთი. არ მეშინია უბრალოდ ისმის ჩემი შიშველი ფეხების ხმა. სიზმარში არაცდროს მაცვია ფეხსაცმელი.
ნესტი, მიწა, მე მიყურებენ მაგრამ არ ბედავენ მიახლოვებას. ცხოველები ადამიანების თვალებით ( თუ ადამიანები ცხოველების სულებით ? ). მე მისმენენ, ჩემს გულისცემას, ჩემს ნაბიჯებს , შემს სუნთქვას. მე კვლავ მივდივარ, მივრბივარ... რას ვნახავ ? არ ვიცი. სად მივალ ? არ ვიცი.

მაგრამ მე ვიცი რომ მივალ.