11 янв. 2010 г.

ვიქექები



აქტიური თვითმკვლელობა იქნება მაშინ როდესაც ჩამოალაგებ აბებს, კარგ გალესილ დანებს, მოამზადებ თოკს და თავისთავად სადმე სახურავზე. მაგრამ წყალში რომ იძირები და ფიქრობ რაღაცაზე არ ისვენებ. ასე ვარ. გააზრებული სიარული ძილში, წყალქვეშა ლუნატიზმი.


არ ვიცი რატომ მაგრამ ასეთი მზადყოფნაში ვინმე ჩემს გვერდით. ან უბრალოდ ცალკედ ან მე მელოდება ან მიცავს. ჩემი ქალები, ჩემი კაცები, ჩემი მეგობრები, ჩემი სულის ნამცეცები... მიყვარხართ.


ამაზე უნდა/შეიძლება დავდიოდე, ხელით ვეხებოდე, ვქმნიდე მაგრამ არ ვიცი რა უფრო მომეწონებოდა... ვიძირებოდე და ეს იყოს ჩემი ჭერი თუ ზემოდან თითებიდან მიწვეთავდეს ამ ფერებით...


ამას რომ ვუყურებ ზურგი ისვენებს. მხრები, კუნთები საერთოდ ვისვენებ... ნდობა მაკლია მე. არავის ვენდობი ეხლა მივხვდი. ზეკგბშნიკი.


ეს კიდევ ნაკლებად ტკივილი ვიდრე სიტყვა და მისი უკუგება. მე მინდა ვთქვა და ვყვირი თუმცა უკვე აზრი არა აქვს. სიტყვა როგორც ჩემი ძალის დაკარგვა, ინფორმაციის ფლანგვა და მაინც მე გავაგრძელებ საუბარს.


აქ კი თვალებს გავაღებ ცოტახანში და ავდგები...





First show

პირველად ჩემს ცხოვრებაში სიზმარში ვნახე რვაფეხა. წყალი იყო ჭუჭყიანი ( ეგ სავარაუდოდ ცუდია ანუ კლასიკური მიდგომით გაურკვეველი ემოციების მანიშნებელია და არაკლასიკური მიდგომით ეწ ჭუჭყიანი ასტრალის მანიშნებელია ) .

Octopus by ~Apple-In on deviantART

გამახსენდა ეს სიმღერა...



Moon by ~ooOIndreOoo on deviantART