1 июл. 2011 г.

იქ ხარ შენ, იქ ვარ მე.

წყვილები ერთმანეთს ემსგავსებიანო. მე შენ ? ან შენ მე? არა. არ გამოვა. ან ძალიან ძლიერი ხარ შენ, ან ძალიან ჯიუტი ვარ მე. ან პირიქით ( რაც სულ ერთია (?) ).
რა მინდა გკითხო... ბავშვობის ლექსში ბიჭებში მოიპოვებოდა 17 ბაყაყი, 9 მატლი, 34 ლურსმანი, 25 ქვა და მრავალი სხვა უხეში საგანი. გოგოებში მოიპოვებოდა 23 ტკბილი ორცხობილა, 4 ფუნთუშა, 18 კექსი და მრავალი სხვა ტკბილი და სასიამოვნო საგანი.

არ არის ეს ნამდვილი ბუნება. ბიჭებში დევს წვიმა. გოგოებში ქარი. მე კიდევ ვფიქრობ რომ ქარშიც კი გამიწვიმდება აზრი. აზრები. უაზრო აზრები.



შენ ხარ სხვა. მე არ დამემსგავსები. ცუდია ეს? დავრჩებით ჩვენ თუ გავქრებით ჩვენ და დავრჩებით შენ და მე ?



------------------------------------------------------------------------------------

დამიჯერე

ხო, კი ... დამიჯერე მე. მარტო მე ? არა. მაგრამ მეც დამიჯერე. მე ვიცი და მაშინ ვამბობ. რომ არ ვიცი მაშინ ვცდილობ ჩავატარო დაზვერვა. ვუშვებ სანადიროს სმენას, ყნოსვას... რაც გამაჩნია იმას.



რატომ არ უჯერებენ ქალებს? იტყუებიანო. რატომ იტყუებიან? აიძულეს. ვინ აიძულა? სამყარომ (?). ნუთუ... ?
quod me nutrit me destruit

ჯდება ეს შიში ვითარცა პატარა ენერგო არსება. ლარვა ჰქვია. სხვანაირად პარანოია და გრძელდება ცხოვრება ახალი ჯავშანტექნიკით და ახალი ზედმეტად გადატვირთული მექანიზმებით.
თუ მე ტყუილი მკვებავს ტყუილივე გამანადგურებს.
სიმართლე ვიცი ანადგურებს. რომ მკვებავს ისიც ვიცი.
( დამთავრდა პირველი ნაწილი ანუ პროლოგი ანუ ფარდა ჩაიწია ანუ ველოდებით... )



---------------------
( მეორე ნაწილი, ანუ ფარდა იწევა, ანუ სინათლე ჩააქრეს ( როგორც იქნა! ), და ველოდებით... )
---------------------

მინდა თუ არა დავარწმუნო სხვა ვინმე ჩემს სიმართლეში? ხშირად ვფიქრობ ამაზე. ადამიანის სულიერი წონა თუ უტოლდება ჩემს დამოკიდებულებას მხოლოდ მაშინ. თუ კი ის ვინმე მნიშვნელოვანია - კი.

მაგრამ იმ ადამიანს თუ არ სჯერა როგორც არ უნდა ვმღეროდე და ვცეკვავდე და ვუხსნიდე ? ... რა უნდა ვქნა , როგორ ?

---------------------
( უფფ დამღალეთ უკვე, ნუ ფარდა იქეთ , აქეთ. მორჩეს რა ეს მესამე ნაწილიც )
---------------------

სიშიშვლე რომელიც არ უნდა იყოს ინტიმური. არ ? არა. ვერ. ვერ იქნება ის სიშიშვლე ინტიმური, როდესაც შენ ამბობ : მე მტკივა : და არავის სჯერა. შენ ამბობ: ის სულელია : და არავის სჯერა. შენ რასაც არ უნდა ამბობდე , იმდენად ძლიერ ასხივებ , რომ ეს "რადიაციული" ფონი თიშავს ტვინებს ( სულებს ხომ არ თიშავს ? ). სხვანაირად კიდევ არ შეუძლიათ ჩარჩოებიდან ამოსვლა და მიღება .

და მერე გამოიტან ყველაფერს რაც გაქვს და დადიხარ შიშველი. მაგრამ მარტო შენ იცი რომ არაფერს მალავ.





------------------------
მორალი : დროზე დაიძინე, შვილო.