და მაინც... რა საინტერესოა ქალი. ფორმა, იდეა როგორც პატარა თესლი ჩაენერგება და იმდენ ლათენტურ რესურსს გააღვიძებს , რომ გაიზრდება ყველანაირი შედეგის ალბათობა. ქაოსის მიწა ალბათ საშვილოსნოს ფერებშია შესრულებული. ეს ენერგიის მოძრაობა რომელიც მიწასაც ცად გადააქცევს ზუსტად ქალებშია.
გამახსენეს Enigma. არც ვაქცევდი ყურადღებას ლათინურ ტექსტს. აი ამას :
Ne irascaris Domine,
ne ultra memineris iniquitatis:
ecce civitas Sancti facta est deserta:
Sion deserta facta est:
Ierusalem desolata est:
domus sanctificationis tuae et gloriae tuae
ლოცვა ყოფილა.
შემდეგ გამახსენდა ჩემი ლათინური ენის სახელმძღვანელო . ძველი წიგნი, მშრალი და სამწუხაროდ თხელი.
შემდეგი და საბოლოო აკკორდი კი ისევ ბულგაკოვს ეკუთვნის ( საიდან სად ამას ჰქვია :D )
საუკეთესო ეკრანიზაციაა.
1 комментарий:
ძალიან ძალიან მაგარი სცენაა, წიგნია საერთოდ სასწაული და ამაზე ცოცხლად არცერთი წიგნი არ მაქვს წარმოდგენილი. ფილმმაც ვერ გააფუჭა შთაბეჭდილება, მიხარია. კარგი გამოუვიდა ბორტკოს.
Отправить комментарий