23 авг. 2009 г.

ჰაჰა და მეხსიერება.

ეს მხოლოდ სიტყვა მარგამ მართალი. now im home and im free და ეგ არის ის სიტყვა.
სადაც აწყობ შენს კოსმოსს შენს ბუდეს და სახლს დასაც ხარ შენი პირადი შივაშაკტის ზოგიტა და სადაც სისხლს ტოვებ და გიხარია ყოველი ის წვეთი რომლითაც კვებავ მიწას ის ადგილი ხდება შენი.
საკუთარი. Личное. Личность, лицо, лик, ликовать... ალბათ ლამაზი გავხდები უფრო სახლს რომ ვიპოვი.
ვხვდები რომ შემიძლია ვიცხოვრო ყველანაირ პირობებში და ყველგან. და ეს არ იქნება ჩემი სახლი. ჩ ე მ ი. არა. უსახლური ვარ და ვიქნები მარგამ არ ვიპოვი იმ ადგილს. ჩემს ადგილს. ჩემი თვალით და გულით მოსმენილს და ენით ნანახს და ყურით მოსინჯულს. დაცული იქნება. ვერც სიკვდილი ვერც სიცოცხლე ვერ დაანგრევს. ვერც სურვილი არც ტანჯვა. არც დრო. სივრცეს კი თვითონ გაანაწილებს. ეს იქნება ჩემი სახლი ასეთი.
ალბათ დიდი იქნება ჩემი სახლი.
ცა იქნება. ალბათ.

Комментариев нет: