23 авг. 2009 г.

The Test...

ჯერ ეს... კი არა და ვფიქრობდი ანგელოზებზე. მანამდე კიდევ ვიფიქრე ბავშვებზე მაგრამ არ შევეხები ჯერ ბავშვებს. მტკივნეულია. ანგელოზებზე ვიფიქრებ. კიდევ ცოტას ჩემზე. რა ვქნა და როგორ უნდა ვიქცეოდე და როგორ გამომივა ეს ხომ ...


now im home and im free



და მაინც რა მრჩება? ველოდები ჩემი ძველი სიზმრის გაგრძელებას. კიდევ ველოდები ზრდას. ურთულესი ფილოსოფოსების მიაზმები წამიკითხავს და რაც მტავარია გამიგია ნაწერი მაგრამ სიმარტივეში ვხედავ გამოსავალს როგორც ყოველთვის...
უი ხო ანგელოზებს დავუბრუნდები. და ტესტს. სულ ტესტს გავდიოდი სიზმრებში. სახეზე ჩემივე სისხლით ვიხაზავდი რაღაცეებს. ვგრძნობდი თბილ მიწას რომელზეც ვიჯექი. კიდევ მთვარეს.
რა ? აჰ ... ანგელოზები.
ისევ ფრენა მინდა. სუნთქვაც მომენატრა. ჩემი თავი მომენატრა. გამახსენდა ბავშვობის კოშმარები. ვიკაწრავდი კანს ვიძრობდი კუნთებს და შიგნით რაღაც ნაგავი ეყარა ან ბოსტნეული ან რაღაც უაზრობა. უზარმაზარი ობობები მესიზმრებოდა თან მიწისქვეშ ვვარდებოდი და მათ ბუდეში ვხვდებოდი.
ეხლა უკვე არც კანს ვიძრობ არც ობობებს ვხედავ.



ერთხელ დამესიზმრრა რომ მამაკაცმა, ეგვიპტუი კაბით და შესაბამისი პექტორალით, ამომიწვა სახე. თვალდახუჭული სინათლის გამო ვიჯექი და ვგრძნობიდ თუ როგორ მეცვლებოდა ნაქვთები.
კატა გამოვედი. ქალი კატა.


მაგრამ რა...
უკუმართია ჩემი აწმყო. მთვარე და მზე ერთმანეთს არ აფასებენ. მზე ტვინს უჯერებს მთვარე ხორცს. ვფიქრობ ბასრად ვგრძნობ რბილად.
აბსურდი და სასჯელი ერთ ფლაკონში.

ისევ ანგელოზებს დავუბრუნდები...
ერთი ვიპოვე. ჩემია ეს, ძალიან ჩემი.



Комментариев нет: