12 нояб. 2009 г.

დღეს მხოლოდ დავწერ

დღეს ხო... ეხლა მინდა ვწერო. ხელებზე. ცივი მაქვს ეხლა ხელები. მგონია რომ მივარდება ხელებიდან მშრალი ყვითელი ფოთლები ბევრი ძალიან ბევრი. აივანზე ვდგავარ და ვხედავ ამ ფოთლებს. იქეთ შორს რა ხდება იმას ვერ ვხედავ. ეს ფრიალი ჰაერში და ხმა. თითქოს ჩუმი მაგრამ მხოლოდ ეს ხმა ისმის და ქარი. ეს ყველაფერი ჩემს თავშია. მარტო ოთახში რომ ვიყო ცოტახნით მაინც და ნისლი შემოვიდოდა და მზე ერთდროულად რა იქნებოდა. ნესტიანი სიცხე თუ მზიანი ბინდი? რობოტს არ ვგავარ, არა ( ო პუნკტუაციავ მაპატიე ). იმდენად შიგნით მიმდინარეობს განვითარება. არც ვიძაბები ადრინდელივით : დავრბოდი, ვწიოდი, ვკიოდი. უბრალოდ ვარსებობ.
სახეზე გადავისმევ ხელებს თითქოს თმა მომხვდა ლოყებზე და კიდევ ზურგზე მინდა ვიწვე.
უი მართლა ჰგავს სიკვდილს. სომნამბულა ვარ და ორპირი და მატყუარა. ეხლა უკვე ჩემს თავს აღარ ვატყუებ. თქვენ დარჩით...
მე კიდევ ვივლი და კუდში ჩემი სიზმრები გაივლიან...
მანქანით მოგზაურობისას ერთფეროვანი პეიზაჟია. აჰა ეხლაა ეს პეიზაჟი. მე არ ვზივარ საჭესთან მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს მანქანაც დამთავრდება ოდესმე. მე კი ჩემით გავივლი მერე.
ყველაზე საოცარი ის არის რომ ამ ”მერე”საც არ ველოდები. მიხარია? არ ვიცი გავიზარდე არა გავზარდე ჩემი თავი.
აი ესე მინა ჩამოვუშვი დაბლა ვიხედები ხელებზე თავი დავდევი და უბრალოდ ვიხედები იქეთ სადღაც... ცა ჭუჭყიანი ფერისაა, მზე შორს, ბალახი უკვე ყვითელი. მე ვარ ჩუმად.
მე არ ველოდები უკვე.
უბრალოდ ვარსებობ.

Комментариев нет: