13 нояб. 2009 г.

ტრიალი

I choose not to choose life. I choose something else.








მუქი იასამნისფერი. მელნის არა. ტრიალი მინდა, ბევრი უაზრო ლაპარაკი, თავს გადავწევ უკან და ვიყვირებ ცოტას. აი ასე ... აააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა


DIsCo by ~Esmaice on deviantART

Screaming Mantis by ~Temenigru on deviantART

მარტო უნდა იცეკვო. იმდენს იცეკვებ სანამ არ გაგეცვითება კანი. იცეკვებ, იტრიალებ, იცეკვებ, იტრიალებ სანამ არ გაიცვითება ხორცი და შენ კვლავ ტრიალებ ტრიალებ...
სანამ არ დარჩება ძვალი, სანამ არ დარჩები შენ. სანამ არ დავრჩები მე, არ მოვრჩები მე, არ დავიწყებ მე. სანამ დაგელოდები. დამელოდები...
ვიტრიალებ.


რა გამომივა. არ გამომივა. მე გამოვალ.
დამიჯდებიან ქალები. დიდი ქალები. ცამდე ასული ტანი, მიწამდე მისული ფეხი, თავი კი მთვარეს მეზობელია. თეთრი პერანგები და ზედ ჭრელი კაბები. შავი ქალები. რბილი და ძლიერი ხელებით. დაღვრიან სისხლს და ამომკვებავენ. მე ვიქნები ფერწერა. მე მომხატავენ. მე ვიქნები ფანქარი და ჩემი სისხლი იქნება მელანი.
სახეზე დავიხატავ ბედს. ხელებზე ამოვიტვიფრავ ძალას და მკერდზე შევინახავ გულს. სხვის გულს, ჩემს გულს.



dancing by ~nea-na on deviantART


Nubian Goddess by ~moorienz on deviantART

Комментариев нет: